USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობით, ოპერაციების კვლევის ინსტიტუტი გაუძღვა კერძო-საჯარო დიალოგის სესიას. ღონისძიების ფარგლებში, ჩვენმა გუნდის წევრებმა წარადგინეს ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის შედეგები უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების (REIT) ინსტრუმენტის შესახებ. დიალოგში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროს, კვლევითი ორგანიზაციების, კერძო საინვესტიციო ფონდების და კომპანიების წარმომადგენლებმა.
უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების (REIT) დანერგვა, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს ეკონომიკას შემდეგი 10 წლის განმავლობაში 1.541 მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიციას მოუტანს.