ოპერაციების კვლევითმა ინსტიტუტმა გამართა საჯარო-კერძო დიალოგი (PPD) სავალუტო და საპროცენტო განაკვეთის დერივატივების ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის შედეგების წარსადგენად. აღნიშნული კვლევა მომზადდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA), USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და USAID ფინანსური ინოვაციების პროგრამის, ასევე კომერციული ბანკების ხაზინების, ფინანსური და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოში სახაზინო მენეჯმენტის ელექტრონული სისტემის დანერგვის ხარჯები და სარგებელი.
დისკუსიის დროს ხაზი გაესვა აღნიშნული ინოვაციის პოტენციალს, გახადოს საბანკო სექტორი მეტად გამჭვირვალე და ხელი შეუწყოს უფრო ეფექტურ სახაზინო მენეჯმენტს. ხარჯთ-სარგებლიანობის მოდელის შედეგების თანახმად, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი წმინდა სარგებელი ეკონომიკისთვის, რომლის წმინდა მიმდინარე ღირებულება გაანალიზებული ათწლიანი პერიოდის ბოლოსთვის 3.4 მილიარდ ლარს შეადგენს.