preloader
გარემოს დაცვა, კლიმატი და მიწა

საქართველოში მიწისზედა წყალაღების რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა და ალტერნატივები

საქართველოში წყალაღების მოსაკრებლები დაწესდა 1994 წელს. მოგვიანებით, 2004 წელს, ახალი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გაუქმდა ბუნებირვი რესურსების გამოყენების მოსაკრებლები და მათი ჩანაცვლება მოხდა ბუნებრივი რესურსების გამოყენების გადასახადით, რომელიც განისაზღვრა საქართველოს კანონით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ (2004).  დღეისათვის, საქართველოში წყალაღების მოსაკრებელი დაწესებულია მხოლოდ მიწისქვეშა წყლებისთვის.

საქართველოს ევორკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გაფორმდა 2014 წელს, საქართველომ აიღო ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) განხორციელების ვალდებულება. ეს გულისხმობს ეკონომიკური ინსტრუმენტების უფრო სისტემურ გამოყენებას, წყლის საფასურის დაწესების ჩათვლით, რათა მოხდეს წყლის სერვისების ხარჯების ანაზღაურება, და სააუზო მართვის გეგმების ჩამოყალიბებას.

წინამდებარე კვლევის მთავარი ფოკუსი არის მიწისზედა წყალაღების მოსაკრებლები. მოსაკრებლების დაწესებას შეუძლია შექმნას სწორი სტიმულები წყლის ეფექტური გამოყენებისა და დანაკარგების შემცირების მიზნით. წყალაღების მოსაკრებებლი ასევე წარმოადგენენ შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს ფინანსების მობილიზება წყლის რესურების მართვისთვის, საოპერაციო ხარჯების ანაზღაურებისთვის, სააუზო მართვის ორგანიზაციების მხარდაჭერისა და სააუზო მართვის გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელებისთვის.

* შენიშვნა: აღნიშნული პროექტი შესრულდა ა(ა)იპ ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის მიერ, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა შპს ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტის გუნდი 2021-დან 2024 წლამდე.

კატეგორია:გარემოს დაცვა, კლიმატი და მიწა
წელი:2023
სტატუსი:
დასრულებული

დოკუმენტები

პროექტის გუნდი
მარიამ ჩაჩავა
მარიამ ჩაჩავა
ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი
ლევან ფავლენიშვილი
ლევან ფავლენიშვილი
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი