preloader
ინვესტიციები და ფინანსური სექტორი

თვითმმართველობების გაძლიერება ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზში - საჯარო ინვესტიციების მენეჯმენტი (PIM) საქართველოში

ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის გუნდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამასთან (USAID Local Governance Programme) თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს  “თვითმმართველობების გაძლიერება  ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზში - საჯარო ინვესტიციების მენეჯმენტი”. პროცესი მოიცავს ტრენინგებსა და პროფესიულ მხარდაჭერას  ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის.

პროექტი მიზნად ისახავს მესტიის, ონის, რუსთავის, მარნეულის, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერებას საინვესტიციო პროექტების ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზში.

პროექტის დასკვნით ეტაპზე მოხდება  ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის მოდელის მომზადება  თითოეული მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროექტის შესაფასებლად.

* შენიშვნა: აღნიშნული პროექტი შესრულდა ა(ა)იპ ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის მიერ, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა შპს ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტის გუნდი 2021-დან 2024 წლამდე.

კატეგორია:ინვესტიციები და ფინანსური სექტორი
წელი:2024
სტატუსი:
დასრულებული

დოკუმენტები

პროექტის გუნდი
ირინა მეზურნიშვილი
ირინა მეზურნიშვილი
პოლიტიკის ანალიზის ხელმძღვანელი
ალექსანდრა შალიბაშვილი
ალექსანდრა შალიბაშვილი
ანალიტიკის ხელმძღვანელი
მარიამ ჩაჩავა
მარიამ ჩაჩავა
ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი
მაკა ჭითანავა
მაკა ჭითანავა
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
ლევან ფავლენიშვილი
ლევან ფავლენიშვილი
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი