ნებისმიერ რეგულირებას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა სხვადასხვა ინდუსტრიებზე, ეკონომიკებსა და საზოგადოებებზე მსოფლიოში. პოლიტიკის ზეგავლენის შეფასება არის აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს წინასწარ შეაფასონ რეგულირების პოტენციური ზეგავლენა, სანამ მას პრაქტიკაში დანერგავენ. RIA გვთავაზობს სტრუქტურულ მიდგომას, რომ შევაფასოთ პოლიტიკის ცვლილების ზეგავლენა ეკონომიკაზე, საზოგადოებასა და გარემოზე, რაც ეხმარებათ პოლიტიკის გამტარებლებს, მიიღონ ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
ჩვენი გუნდის წევრებს, რომლებიც ასევე არიან საქართველოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის თანაავტორები, აქვთ პოლიტიკის ზეგავლენის შეფასების უნიკალური და მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ გადაწყვეტილებებს მიმღებებს პოლიტიკის გატარებასა და პროცესის ადვოკატირებაში, როგორვ თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი ანალიზის საშუალებით.
ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტთან თანამშრომლობა მოგცემთ უნიკალურ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს. მათ შორის:
ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკასა და პოლიტიკის ანალიზში. მათ ასევე აქვთ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება პოლიტიკის ზეგავლენის ანალიზში.
ჩვენი გუნდის წევრები არიან საქართველოს რეგულირების ზეგავლენის შეფასებისა (RIA) და გენდერული ზემოქმედების შეფასების (GIA) თანაავტორები.
ჩენი გუნდის წევრები ასევე არიან რეგულირების ზეგავლენის სახელმძღვანელოს თანაავტორები. ეს ხაზს უსვამს ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს - გავაძლიეროთ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციური ცოდნა ქვეყანაში.
ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სექტორში რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მოხდენილი მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. ეს ხაზს უსვამს ჩვენს შესაძლებლობას, პოლიტიკის გამტარებლებს შევთავაზოთ მნიშვნელოვანი ანალიტიკური დასკვნები პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების პროცესში.
ჩვენ ყოველთვის აქტიურდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, რომ ცხადად განვსაზღვროთ პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ვცდილობთ და გამოვავლინოთ პრობლემის გადაწყვეტის ის გზა, რომლის ზეგავლენის შეფასებასაც ვახორციელებთ. ჩვენ ვიყენებთ სტანდარტიზებულ მიდგომას, რათა სრულად გავითვალისწინოთ ჩვენი პარტნიორების ინტერესები და მიზნები. ეს გულისხმობს შემდეგ ნაბიჯებს:
1. პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით პარტნიორებთან კონსულტაცია.
2. აკადემიური ლიტერატურისა და პოლიტიკის დოკუმენტების გაცნობა, რათა მოხდეს პრობლემის გადაჭრის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა.
3. პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად პოლიტიკის მიზნების განსაზღვრა და პოლიტიკის ალტერნატივების იდენტიფიცირება.
4. თვისობრივი და რაოდენობრივი ზეგავლენის შეფასება, რომელიც მოიცავს მყარ ოპერაციათა კვლევის კომპონენტს.
5. ანალიზის შედეგად საუკეთესო პოლიტიკის ალტერნატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა.