preloader
მონაცემთა ანალიტიკა
სერვისები

მონაცემთა ანალიტიკა

რატომ არის მონაცემთა ანალიტიკა მნიშვნელოვანი?

თანამედროვე ორგანიზაციებისთვის მონაცემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაშინ როდესაც ხელმისაწვდომი მონაცემების რაოდენობა უპრეცედენტო სიჩქარით იზრდება, მათი რეალური ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებთ მათ. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ მონაცემებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში, ტენდენციებისა და შესაძლებლობების გამოვლენაში, რომლებსაც თქვენს საქმიანობაში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა შეუძლია.

მუდმივად კონკურენტულ და ინოვაციურ გარემოში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა. მიუხედავად იმისა, თუ რა არის თქვენი მთავარი მიზანი — უკეთ გაიგოთ მომხმარებლის ქცევა, გახადოთ თქვენი საქმიანობა უფრო ეფექტური თუ შემოიტანოთ ინოვაცია თქვენს სფეროში, მონაცემთა ანალიტიკა წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჩვენი უპირატესობები

ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად, თქვენ მიიღებთ რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას:


მრავალმხრივი ექსპერტიზა: ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი პროფესიონალებისგან, რომლებსაც აქვთ აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა ეკონომიკის, მონაცემთა ანალიზისა და ოპერაციათა კვლევის მიმართულებით. ეს ცოდნა გვაძლევს საშუალებას, გავითვალისწინოთ მრავალი პერსპექტივა მონაცემთა ანალიზის დროს და დაგეხმაროთ სრულყოფილი, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში.


ფართო თანამშრომლობა: ჩვენ ვთანამშრომლობთ მონაცემთა მეცნიერების მოწინავე სპეციალისტებთან. ეს თანამშრომლობა აძლიერებას ჩვენს ექსპერტიზას მონაცემთა ანალიტიკაში, ხელს უწყობს ინოვაციურ მიდგომების განვითარებას და გვაძლევს საშუალებას ყოველთვის ინფორმირებულები ვიყოთ მონაცემთა ანალიტიკის უახლესი ტრენდების შესახებ.


ტექნიკური ცოდნა: ჩვენი გუნდის ექსპერტები ფლობენ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს და ეფექტურად იყენებენ სხვადასხვა პროგრამას, როგორიცაა R, Python, SQL და სხვა. ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო ეფექტურად ვმართოთ პროცესები და გავაანალიზოთ დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზები.


მონაცემთა ვიზუალიზაცია: ჩვენ ვფლობთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკებს, რაც საშუალებას გვაძლევს კომპლექსური მონაცემები წარმივადგნოთ ადვილად აღსაქმელი ვიზუალების სახით. ეს უზრუნველყოფს მონაცემების ზუსტ აღქმას და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.


პოლირიკის ანალიზი: ჩვენს გუნდს აქვს მონაცემთა ანალიტიკის მეთოდების ეფექტური გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის პოლიტიკის ანალიზში. მსგავსი სერვისები მოიცავს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA), ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზს (CBA) და სხვა საჭირო მეთოდებს ეფექტური პოლიტიკის გატარებისთვის.


ჩვენი მიდგომა

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად მათზე მორგებული მონაცემთა ანალიტიკის მოდელების შესაქმნელად. ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც მარტივ რეგრესიულ ანალიზს, ასევე კომპლექსურ სტატისტიკურ და მანქანური დასწავლის მოდელებს. კლიენტების საჭიროებები მაქსიმალურად გათვალისიწნებით მიზნით, ვიყენებთ ასეთ მიდგომას:

1. აქტიური კომუნიკაცია პარტნიორებთან რათა დავაიდენტიფიციროთ მათი მონაცემთა ანალიტიკის საჭიროებები

2. საჭირო მონაცემების იდენტიფიცირება, რომელიც უნდა მივიღოთ კლიენტისგან ან შევაგროვოთ საჯარო წყაროებიდან ან ვებსაიტიდან მონაცემების ამოღების )web-scraping) მიდგომის გამოყენებით

3. შესაბამისი სტატისტიკური ან მანქანური სწავლების მოდელის შერჩევა, აგება და ტესტირება

4. მოდელის შედეგებზე დაყრდნობით ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება

5. გადაწყვეტილების მისაღებად მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება