preloader
ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი
სერვისები

ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი

რატომ არის ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი მნიშვნელოვანი?

მზარდ კონკურენტულ და დინამიკურ ბიზნეს გარემოში მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. იმისდა მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება ეხება ახალი პროექტის წამოწყებას, ინვესტიციის განხორციელებას, პოლიტიკის ცვლილებას, თუ სტრატეგიულ ქმედებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პოტენციური ხარჯისა და სარგებლის ცოდნა.

ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA) არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევაფასოთ სხვადასხვა ალტერნატივის ფინანსური და ეკონომიკური შედეგები. იგი გვეხმარება სხვადასხვა ინიციატივის პრიორიტეტიზაციაში და რესურსების ეფექტურად განაწილებაში. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის მეშვეობით თქვენი გადაწყვეტილებები არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული, შეესაბამება თქვენი ორგანიზაციის მიზნებს და უზრუნველყოფს მის ფინანსურ სტაბილურობას.

ჩვენი სერვისების უპირატესობა

ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტთან თანამშრომლობა ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის განსახორციელებლად უკავშირდება არაერთ უპირატესობას:


ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი ეკონომისტებისგან, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სექტორში ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.


ჩვენ ვთავაზობთ ტრენინგებს საჯარო მოხელეებსა და სხვა პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღება ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის მეთოდოლოგიებში.


ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის სწავლების გამოცდილება საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. 


ჩვენ გვაქვს ეფექტური, ზუსტი და სანდო ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება არაერთ სექტორში.


ჩვენი თითოეული პროექტის მაღალი ხარისხისა და სანდოობის უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.


 

ჩვენი მიდგომა

პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის მოდელებს. ჩენი სტანდარტიზირებული მიდგომა მოიცავს:

1. ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის მიზნის განსაზღვრა და სხვადასხვა ალტერნატივის იდენტიფიცირება.

2. ყველა იმ ხარჯისა და სარგებლის იდენტიფიცირება, რომლის დათვლაც შესაძლებელია.

3. სხვადასხვა ტიპის ზეგავლენის იდენტიფიცირება, გაზომვის მეთოდების გამოვლენა და პოტენციური ზეგავლენის რაოდენობრივი შეფასება პროექტის სიცოცხლის მანძილზე.

4. შესაბამისი მოდელის შემუშავება.

5. ხარჯებისა და სარგებლების მონეტიზაცია და დისკონტირება ზეგავლენის მიმდინარე ღირებულების განსაზღვრისთვის. თითოეული ალტერნატივისთვის წმინდა მიმდინარე ღირებულების დათვლა და სენსიტიურობის ანალიზის ჩატარება.

6. დაინტერესებული მხარეებისთვის შედეგების წარდგენა და რეკომენდაციების გაცემა.