preloader
ბაზრის კვლევა
სერვისები

ბაზრის კვლევა

რატომ არის მნიშვნელოვანი ბაზრის კვლევა?

თანამედროვე კონკურენტულ ბიზნეს გარემოში ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება წარმატების მთავარი ფაქტორია. ბაზრის დინამიკა, მომხმარებელთა არჩევანი და ინდუსტრიის ტენდენციები შესაძლოა ძალიან სწრაფად და რადიკალურად შეიცვალოს. იმისთვის, რომ ცვლილებებს წინ გაუსწრო, საჭიროა ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებლების შესწავლა და ანალიზი.

ბაზრის კვლევა გვეხმარება ბიზნესის სტრატეგიის დასახვაში. ის იძლევა ბაზრის ცვლილების წინასწარ განსაზღვრის, ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და რისკების შემცირების შესაძლებლობას. მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით შესაძლებელია ისეთი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც გრძელვადიან ზრდას და მომგებიანობას უზრუნველყოფს.

ჩვენი სერვისების უპირატესობა

ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტთან პარტნიორობა მოგცემთ მრავალ უპირატესობას, მათ შორის:


ჩვენს გუნდს აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება ბაზრის ანალიზსა და კვლევის სხვადასხვა მეთოდოლოგიების გამოყენებაში. ჩვენი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება დაგეხმარებათ განსაზღვროთ ბაზრის ტენდენციები, მომხმარებლის ქცევა და ინდუსტრიის დინამიკა.


ჩვენს გუნდს აქვს მაღალი ხარისხის ბაზრის კვლევის მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც ყოველთვის შეესაბამება პარტნიორის მიზნებსა და მოლოდინებს. ჩვენთვის კლიენტების კმაყოფილება მთავარი პრიორიტეტია, რომელსაც უზრუნველვყოფთ მაღალი ხარისხის ანალიტიკური ანგარიშებისა და ქმედითი რეკომენდაციების შეთავაზების გზით.


ბაზრის კომპლექსური პრობლემების გადაჭრისას ჩვენ ვეყრდნობით ინოვაციურ მიდგომებს. კვლევის უახლესი მეთოდებისა და ტექნიკის შესახებ ინფორმირებულობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ჩვენი მიდგომები ინდუსტრიის მოწინავე სტანდარტებთან მუდმივ შესაბამისობაშია.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია კვლევის პროცესში კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და ჩართულობა. კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა გვეხმარება იმაში, რომ კვლევის მიზნები ყოველთვის შეესაბამება კლიენტის საჭიროებებს.


 

ჩვენი მიდგომა 

ბაზრის კვლევის განხორციელებისას ჩვენ ვეყრდნობით შემდეგ მიდგომებს:

1. ბაზრის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი

2. ანალიზისთვის საჭირო ძირითადი მონაცემების იდენტიფიცირება

3. საჯარო წყაროებიდან მონაცემების შეგროვება, მათ შორის web-scraping მიდგომის გამოყენებით

4. სტატისტიკურ მოდელებზე დაყრდნობით მონაცემების ანალიზი

5. ბაზრის ზომის, ფასებისა და ღირებულებათა ჯაჭვში ურთიერთდამოკიდებულებების გამოვლენა

6.  რეკომენდაციების მიწოდება, რომლის მეშვეობითაც პარტნიორი შეძლებს გამოვლენილი შესაძლებლობების გამოყენებას და  პოტენციური დაბრკოლებების გათვალისწინებას