preloader

ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტი

ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტი არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც შეიქმნა 2024 წელს, თუმცა მისი გუნდი ამავე შემადგენლობით ფუნქციონირებს 2021 წლიდან. ორგანიზაციის მთავარი მიზანია,  ქვეყანაში ხელი შეუწყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რომელიც დამყარებულია კვლევასა და მონაცემთა ანალიზზე.

რა არის ოპერაციათა კვლევა?

ოპერაციათა კვლევა ეფუძნება ანალიტიკურ მეთოდებს, რომლებიც გვაძლევენ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის საშუალებას სხავდასხვა ინდუსტრიებსა და ორგანიზაციებში. ის დამყარებულია მათემატიკურ მოდელირებაზე, სტატისტიკურ ანალიზზე, ოპტიმიზაციის ტექნიკებსა და კომპიუტერულ სიმულაციებზე, რათა გააუმჯობესოს საოპერაციო სისტემები.

ოპერაციათა კვლევის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს პროცესების ოპტიმიზაციასა და რესურსების ეფექტურ გადანაწილებას. ეს გულისხმობს მრავალი სხვადასხვა სისტემის ანალიზსა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, ენერგეტიკის, საწარმოო პროცესების, მიწოდების ჯაჭვის, სატრანსპორტო ქსელის, ლოჯისტიკური ოპერაციების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სისტემების და სხვა მრავალის.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა, პოლიტიკის გამტარებლებსა და სხვა დაინტრესებულ მხარეებს მივაწოდოთ ანდო, მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის კვლევა და სტრატეგიული რეკომენდაციები, რათა ხელი შევუწყოთ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ჩვენი ორგანიზაცია ისწრაფვის, განახორციელოს პოზიტიური ცვლილებები ოპერაციულ კვლევაზე დაყრდნობით, რაც მოიცავს მონაცემთა ანალიზს, ოპტიმიზაციის მოდელირებასა და გადაწყვეტილებების ანალიზს. ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტის მიზანია, ხელი შეუწყოს ინდივიდებისა და ინსიტიტუტების გაძლიერებას, რათა ჩამოყალიბდეს უფრო თანასწორი და წარმატებული საზოგადოება. დაინტერესებულ მხარეებთან კოლაბორაციისა და კვლევითი მიგნებების გავრცელების გზით, ჩვენ ვაწვდით შესაბამის ორგანიზაციებს იმ ცოდნასა და ინსტრუმენტებს,  რომლებიც საჭიროა კომლექსური პრობლემების გადაწყვეტისთვის.

ჩვენი საქმიანობა

ოპერაციათა კცლევის ინსტიტუტის საქმიანობა მოიცავს მრავალ აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია რაოდენობრივ მოდელირებსა და საკონსულტაციო სერვისებთან. ეს მოიცავს შემდეგს:


მონაცემთა ანალიზი სტატისტიკური მოდელების გამოყენებით (R პროგრამის გამოყენებით)


სიმულაციური მოდელების შექმნა კერძო და საჯარო სამსახურებისთვის (Simu8 პროგრამის გამოყენებით)


ოპტიმიზაციის მოდელების შექმნა, როგორიცაა შერეული მთელი წრფივი პროგრამირებისა (MILP) და კვადრატული პროგრამირების მოდელები (ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა GLPK, HiGHS, coin-or Gurobi, FICO Xpress და IBM CPLEX)


სიღრმისეული რეგულირების ზეგავნელის შეფასება (RIA), რომელიც მოიცავს სიღრმისეული რაოდენობრივი ანალიზის კომპონენტს


ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის მოდელების შექმნა სტანდარტულ ეკონომიკურ მიდგომებსა და სიღრმისეულ ოპერაციათა კვლევის კომპონენტებზე დაყრდნობით


 

 

 

ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტი
USAID
GIZ
OECD
PwC