preloader
სიახლეები

საჯარო პოლიტიკის ანალიზის კონფერენცია

ოპერაციების კვლევის ინსტიტუტი (ORI) USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - საჯარო პოლიტიკის ლიდერთა აკადემია (PPLA). პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა პროფესიონალებსა და საჯარო პოლიტიკის ახალგაზრდა მკვლევარებს განავითარონ  პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღონ მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზის განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება.

პროგრამის ფარგლებში, 21 აგვისტოს, თბილისში, გაიმართება საჯარო პოლიტიკის ანალიზის კონფერენცია.  კონფერენცია ქმნის ერთგვარ პლატფორმას საჯარო პოლიტიკის ლიდერთა აკადემიის მონაწილეებისა და სხვა მკვლევარებისთვის, წარმოადგინონ თავიანთი პოლიტიკის ანალიზის ნაშრომები, გააღრმავონ პროფესიული კავშირები და მონაწილეობა მიიღონ საქართველოში  საჯარო პოლიტიკის ანალიზის სფეროში მდგარი გამოწვევების შესახებ დისკუსიებში.

საჯარო პოლიტიკის ანალიზის კონფერენცია ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას, მათ შორის:

  • საჯარო პოლიტიკის ლიდერთა აკადემიის სტუდენტებმა წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული პოლიტიკის კვლევითი ნაშრომები, რომლებიც ეხმიანება მიმდინარე პრობლემებსა და გამოწვევებს, და სთავაზობს პოლიტიკის პრობლემების გადაჭრის გზებსა და მეთოდებს.
  • საქართველოში არსებულმა სხვადასხვა პოლიტიკის კვლევითმა ორგანიზაციებმა წარმოადგინონ უახლესი კვლევები თანამედროვე პოლიტიკის პრობლემებსა; გააზიარონ მათ მიერ გამოყენებული ინოვაციური კვლევის მიდგომები და პრობლემის გადაჭრის გზები.
  • ხელი შეუწყოს პროფესიული კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდა პროფესიონალებსა და მკვლევარებს შორის, ასევე  სექტორის სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობის ზრდას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან.
  • ხელი შეუწყოს საქართველოში მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რომელიც დამყარებულია სიღრმისეულ კვლევასა და მონაცემთა ანალიზზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ კონფერენციის დღის წესრიგი.

საჯარო პოლიტიკის ანალიზის კონფერენცია