preloader
წარმოება და ვაჭრობა

მყარი საწვავით გამათბობლების მიმართ ეკოდიზაინის მოთხოვნების [(EU) 2015/1185 ] რეგულირების ზეგავლენის შეფასება

პროექტი „საქართველოს ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა - ECO.Georgia“ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას (GoG), განახორციელოს სატყეო სექტორის რეფორმა და ქვეყნის მასშტაბით დანერგოს ტყის მდგრადი მართვის (SFM) სისტემა. ამასთან ერთად, ECO.Georgia მხარს უჭერს ენერგოეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებას, შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის ხელშეწყობით.

ORI-ის როლი პროექტში მოიცავს ევროკავშირის მყარ საწვავზე მომუშავე ღუმელების ეკოდიზაინის რეგულაციის გავლენის შეფასებას, რაც მოიცავდა როგორც თვისებრივ, ასევე რაოდენობრივ ანალიზს და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების ჩატარებას. პროექტის ფარგლებში, ORI-მ მოამზადა და წარადგინა შესაბამისი რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიში, რომელიც მომზადდა საქართველოს მთავრობის რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით.

* შენიშვნა: აღნიშნული პროექტი შესრულდა ა(ა)იპ ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის მიერ, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა შპს ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტის გუნდი 2021-დან 2024 წლამდე.

კატეგორია:წარმოება და ვაჭრობა
წელი:2023
სტატუსი:
დასრულებული

დოკუმენტები

პროექტის გუნდი
ირინა მეზურნიშვილი
ირინა მეზურნიშვილი
პოლიტიკის ანალიზის ხელმძღვანელი
ალექსანდრა შალიბაშვილი
ალექსანდრა შალიბაშვილი
ანალიტიკის ხელმძღვანელი
მაკა ჭითანავა
მაკა ჭითანავა
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
ლევან ფავლენიშვილი
ლევან ფავლენიშვილი
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი