preloader
წარმოება და ვაჭრობა

მყარი ალტერნატიული საწვავის ბაზრის კვლევა

საქართველოში შეშის მოხმარება ამჟამად რამდენჯერმე აღემატება მდგრადი მიწოდების ოდენობას. სოფლად მცხოვრები ოჯახების 80%-ზე მეტი ენერგეტიკული მიზნებისთვის იყენებს ხის მასალას. აქედან გამომდინარე, საჭიროა არა მხოლოდ შეშაზე მოთხოვნის შემცირება ნაკლები მოხმარებით, ნაკლები გათბობით ან უფრო ეფექტური შეშის ღუმელებით, არამედ ალტერნატიული საწვავის შესწავლაც. ამ კონტექსტში, ECO.Georgia მიზნად ისახავს შექმნას ენერგოეფექტური ალტერნატიული საწვავის (EE-AF) ბაზარი და მისი მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ORI-სა და ECO.Georgia-ს თანამშრომლობის მიზანია საქართველოში საწვავის ალტერნატიული ბაზრის განვითარების შეზღუდვებისა და შესაძლებლობების შეფასება და ანალიზის საფუძველზე ბაზრის განვითარების ხელშეწყობის რეკომენდაციების შეთავაზება.

* შენიშვნა: აღნიშნული პროექტი შესრულდა ა(ა)იპ ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის მიერ, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა შპს ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტის გუნდი 2021-დან 2024 წლამდე.

კატეგორია:წარმოება და ვაჭრობა
წელი:2023
სტატუსი:
დასრულებული

დოკუმენტები

პროექტის გუნდი
ალექსანდრა შალიბაშვილი
ალექსანდრა შალიბაშვილი
ანალიტიკის ხელმძღვანელი
ლევან ფავლენიშვილი
ლევან ფავლენიშვილი
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი