ოპერაციების კვლევის ინსტიტუტი (ORI) გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს - საქართველოში რეგულირების ზეგავლენის ფარგლებში მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მიდგომების განვითარება.
მრავალრკიტერიუმიანი ანალიზი საშუალებას აძლევს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ერთმანეთს შეადარონ რეგულირების ალტერნატივები, როგორც თვისობრივი ისე რაოდენობრივი მახასიათებლებით. თუმცა, დღეს საქართველოს პრაქტიკაში გავრცელებული მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს ალტერნატივებისა და კრიტერიუმებისთვის ქულების მინიჭებას, არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, მათ შორის მნიშვნელოვანია მეთოდოლოგიის სუბიექტურობა.
საჯარო პოლიტიკის მოხელეები, ხშირად აწყდებიან გამოწვევებს მრავალკრიტერიუმი ანალიზის განხორციელებისას. ოპერაციების კვლევის ინსტიტუტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საჯარო მოხელეებს ამ პროცესში და შეამციროს მრავაკლრიტერიუმიანი ანალიზის მიდგომები მეტად ობიექტური და გამჭვირვალე.
პროექტის ძირითადი მიზნებია:
- გააუმჯობესოს მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდოლოგიური ჩარჩო საქართველოში და შეიმუშავოს ადვილად გამოყენებადი გადაწყვეტილების მიღების ხელსაწყო და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო.
■ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების
■ პრაქტიკოსებს დაეხმაროს, მიიღონ უფრო ეფექტური და ობიექტური გადაწყვეტილებები.
აღნიშნული კვლევა ხელს შეუწყობს საქართველოში რეგულირების პროცესის გამჭვირვალობასა და ეფექტურობას, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას.
* შენიშვნა: აღნიშნული პროექტი შესრულდა ა(ა)იპ ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის მიერ, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა შპს ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტის გუნდი 2021-დან 2024 წლამდე.