პროექტი საჯარო პოლიტიკის ლიდერთა აკადემია (PPLA) განხორციელდა USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის (ORI) მიერ.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში; მისცეს მათ შესაბამისი ცოდნა და ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
საჯარო პოლიტიკის აკადემია მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ონლაინ ტრენინგი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის კონფერენცია.
პირველი ეტაპი - ონლაინ ტრენინგი
პირველ ეტაპზე, შერჩეულმა 80-მა სტუდენტმა გაიარა 4 მოდულისგან შემდგარი ტრენინგი. ეს მოდულებია:
მოდული 1: საჯარო პოლიტიკის ფორმირება, ზეგავლენის შეფასება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
მოდული 2: მონაცემთა ანალიზი, ვიზუალიზაცია და კიბერუსაფრთხოება
მოდული 3: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა, შიდა კონტროლი და გარე აუდიტი სახელმწიფო ინსტიტუციებში
მოდული 4: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა
ონლაინ ტრენინგის წარმატების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატი.
მეორე ეტაპი - სტაჟირების პროგრამა
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, შერჩეული 15 სტუდენტი გადავიდა პროექტის მეორე, სტაჟირების ეტაპზე. ამ პერიოდში სტუდენტები დაუყვნენ ხუთ ჯგუფად და მენტორებთან ერთად მუშაობდნენ სხვადასხვა კვლევით პროექტზე.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტების მიერ, მომზადდა ხუთი პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტი:
1. რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში
2. პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს პრაქტიკული გამოყენება საქართველოში
3. ოფიციალური განვითარების დახმარება (ODA) - შედეგები და დახმარების ეფექტიანობა
4. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
5. კრიტიკული ინფრასტრუქტურის მედეგობის უზრუნველყოფა და მართვა საქართველოში
მესამე ეტაპი - საჯარო პოლიტიკის ანალიზის კონფერენცია
სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ, პროგრამის კურსდამთავრებულებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო პოლიტიკის კონფერენციაში (Public Policy Analysis Conference). კონფერენციის ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა ფართო საზოგადოებას (მკვლევარები, აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები) წარუდგინეს თავიანთი კვლევების შედეგები. ამასთან, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვა მოწინავე პოლიტიკის კვლევის ორგანიზაციებმაც, რომლებმაც ასევე გააცნეს საზოგადოებას თავიანთ უახლეს კვლევები.
* შენიშვნა: აღნიშნული პროექტი შესრულდა ა(ა)იპ ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის მიერ, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა შპს ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტის გუნდი 2021-დან 2024 წლამდე.