ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის გუნდმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, წარმატებით დაასრულა მუშაობა პოლიტიკის დოკუმენტზე - ცირკულარული ეკონომიკის საბაზისო კვლევა საქართველოში.
პროექტის მიზანი იყო შეესწავლა საქართველოში ხელახალი გამოყენების შეფუთვების სისტემის განვითარების პოტენციალი და ამ სექტორში ქალთა გაძლიერების შესაძლო გზები.
კვლევის პროცესი მოიცავდა არსებული კანონმდებლობის, პოლიტიკის კონტექსტისა და სტატისტიკური ინფორმაციის შესწავლას, აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვასთან ერთად.
გარდა ამისა, ჩატარდა კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამიზნე ქალაქების - თბილისი, ბათუმი და რუსთავი - წარმომადგენლებთან.
* შენიშვნა: აღნიშნული პროექტი შესრულდა ა(ა)იპ ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის მიერ, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა შპს ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტის გუნდი 2021-დან 2024 წლამდე.