preloader
სიმულაცია
სერვისები

სიმულაცია

რატომ არის სიმულაცია მნიშვნელოვანი?

თანამედროვე, კომპლექსურ სამყაროში, პროცესების, სისტემებისა და სტრატეგიების გაანალიზებისა და გაუმჯობესებისთვის მხოლოდ ინტუიცია არ არის საკმარისი. სიმულაციური მოდელირება არის ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა იდეებზე ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას რისკებისგან თავისუფალ, ვირტუალურ სივრცეში.  ის გვეხმარება შედეგების წინასწარ განსაზღვრაში, პრობლემების იდენტიფიცირებასა და რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებაში.

იმის მიუხედავად, თუ რა არის თქვენი მიზანი, მიწოდების ჯაჭვის გამართვა, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება თუ საწარმოო პროცესების ეფექტიანობის ზრდა, სიმულაციური მოდელირება გაძლევთ მძლავრ პლატფორმას იმისთვის, რომ გამოსცადოთ თქვენი სცენარები, მოახდინოთ ოპერაციების ოპტიმიზაცია და მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ჩვენი სერვისების უპირატესობა

რატომ უნდა ითანამშრომლოთ ოპერაციათა კვლევით ინსტიტუტთან? პასუხი მარტივია:


ჩვენი გუნდის წევრებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული აკადემიური ხარისხები მათემატიკასა და ოპერაციათა კვლევაში. ეს გვაძლევს საშუალებას უმაღლესი პროფესიონალური სტანდარტით გამოვიყენოთ სიმულაციური მოდელირების ტექნიკები და მეთოდოლოგიები.


ჩვენთან პარტნიორობა ასევე მოგცემთ წვდომას ჩვენს დიდ პროფესიულ ქსელთან, რომელიც შედგება საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან. ეს კავშირები საშუალებას გვაძლევს შემოვიტანოთ განსხვავებული პერსპექტივები და ინოვაციური მიდგომები ჩვენს საქმიანობაში.


ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი მიდგომა  სიმულაციურ მოდელირებაში და არაერთი წარმატებით განხორციელებული პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიაში.


ჩვენი მულტიფუნქციური გუნდი შედგება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი პროფესიონალებისგან, რაც ასევე გვეხმარება გამოვიყენოთ მულტიდისციპლინური მიდგომა სიმულაციური მოდელირებისას. მულტიდისციპლინური გამოცდილება გვეხმარება ეფექტურად გადავწყვიტოთ კომპლექსური პრობლემები და შევიმუშაოთ პრობლემის გადაწყვეტის გზები, რომლებიც პასუხობენ სხვადასხვა სექტორების საჭიროებებს.


ინოვაციური მიდგომების გამოყენება და პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზის მოძიება ჩვენი პრიორიტეტია. უახლესი მეთოდოლოგიური მიდგომებისა და ტექნიკების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია პარტნიორების შევთავაზოთ მათზე მორგებული ეფექტური გადაწყვეტილებები.


ჩვენი მიდგომა

პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვქმნით პერსონალიზებულ სიმულაციის მოდელებს ჩვენი სტანდარტიზებული მიდგომის გამოყენებით. ეს მოიცავს:

1. პარტნიორებთან კონსულტაცია და სისტემის გაანალიზება

2. სისტემის მთავარი შესრულების ინდიკატორების (KPI) იდენტიფიცირება

3. სიმულაციური მოდელის შექმნა პროგრამირების ენის ან სიმულაციის ინსტრუმენტის გამოყენებით (მაგალითად simul8)

4. პარტნიორის მხარდაჭერით მონაცემების შეგროვება და გაანალიზება, სისტემის თითოეული პროცესის სტატისტიკური განაწილების განსაზღვრა

5. სიმულაციის მოდელის დასრულება და მთავარი შესრულების ინდიკატორების გამოთვლა

6. პარტნიორისთვის შედეგებისა და რეკომენდაციების გაზიარება სისტემის გაუმჯობესების მიზნით და მთავარი შესრულების ინდიკატორების გაუმჯობესებისთვის რაოდენობრივი საზომების განსაზღვრა.