მაკა ფლობს თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. მას აქვს კვლევითი საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილება. მისი ინტერესის სფეროა საჯარო პოლიტიკა და გენდერული საკითხები. მაკა აქტიურად არის ჩართული რეგულირების ზეგავლენის შეფასებასა და გენდერული გავლენის შეფასებაში. მას, როგორც მიწვეულ ექსპერტს, გაწეული აქვს ტექნიკური მხარდაჭერა რეგულირების ზეგავლენისა და გენდერული გავლენის შეფასების პროცესში არაერთი სახელმწიფო უწყებისთვის, მათ შორის საქართველოს პარლამენტისა და სექტორული სამინისტროებისთვის. კვლევითი საქმიანობის გარდა, მაკა აგრეთვე ატარებს ტრენინგებს საჯარო პოლიტიკის საკითხებში და ამჟამად არის მიწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში.