მარიამ ჩაჩავა ფლობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა -ISET -ის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. მარიამს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება პოლიტიკის კვლევასა და შეფასებაში, კერძოდ გარემოსდაცვითი და ენერგეტიკის პოლიტიკის მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესები ასევე მოიცავს ინკლუზიურ განათლებას მდგრადი განვითარების ჭრილში. ამ მიმართულებით მარიამს არაერთი კვლევითი პროექტი აქვს განხორციელებული ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.